საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროფესორ ირინე მელიქიშვილის დაბადების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერების ს/ს ინსტიტუტი 2023 წლის 30-31 მაისს გამართავს პროფესორ ირინე მელიქიშვილის დაბადების მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 25 აპრილამდე თეზისები უნდა გადმოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: rus_asatiani@hotmail.com

კონფერენციის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი.


რეგლამენტი:
მოხსენება  – 20  წუთი;
მსჯელობა – 10 წუთი.
მოგონება – 10 წუთი
 
იხ. თეზისების გაფორმების წესი.
საკონტაქტო პირები: ასოც. პროფესორი რუსუდან ასათიანი, ფილოლოგიის
დოქტორი ნინო პოპიაშვილი

თარიღი: 16/02/2023